პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი – საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით მოითხოვს დროს და ყველას მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას, ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ

საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ.

„ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა, ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი განვითარება. ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, გახსნილი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ შეხმიანება ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო, არც ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა მხარე და მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. ეს არის უნიკალური, ეროვნული პრიორიტეტი და უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 12 პრიორიტეტებზე გააკეთოს აქცენტი საქართველომ, როგორც კომისიამ განსაზღვრა, გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში ჩატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება, მედიის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ეს არის ყველაფერი იმ პრიორიტეტებში გაწერილი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მჭიდროდ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, რადგან მომავალ წელს იმედი გვაქვს, როდესაც ჩვენს შეფასებას ჩავატარებთ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, იმედი გვექნება, რომ შევაფასებთ საქართველოში პოზიტიურად იმ დროისთვის არსებულ წინსვლას და იმ ეტაპზე რაც გვექნება სტატუს-კვო, იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, ვაჩვენოთ რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანია, რომ საქართველოს დაეხმაროს.

„ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დაწინაურდა გასული შეხვედრის შემდეგ, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია მოხდეს ძალიან მკაფიოდ ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა იმ პარტნიორობის, ეკონომიკურ და  საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ამ პოტენციალის ასათვისებლად საინვესტიციო კლიმატის მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო. „კოვიდის“ კრიზისის შემდეგ ეს მუშაობა გააქტიურდება, გარკვეული გამოწვევები იქნება დაძლეული, განსაკუთრებით, საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მაძიებელთა მიმართულებით, ჩვენ შევეცდებით, გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, ჩვენ წარმატება ვიხილეთ. ძალიან მახარებს, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. დაკავშირებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, იქნება ეს ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით, იქნება აუცილებელი ჩვენი საზოგადოებების დასაახლოებლად. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაზრდაში, რათა სარგებელი მოუტანოს ამან საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაგულბას სასახლეში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია