პოლიტიკა

დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა.

17 წლის ბრალდებული დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს. მისგან განსხვავებით, დუმილის უფლებით სარგებლობს მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული, 19 წლის რამინ ნასიბოვი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა.

მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია