STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის – 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2 000 000 ლარზე მეტი, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, …
ნახვა »პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. საქმე ეხება 14 მარტის ღამეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის …
ნახვა »17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი …
ნახვა »საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-მარტიდან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 22 მარტს საქართველოს პირველი მეტოქე, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – ფინეთი იქნება, მეორე მატჩს კი ჩვენი გუნდი 25 მარტს, სერბეთის …
ნახვა »ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და “ქართული ოცნების” და პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის 1 აპრილამდე დაენიშნათ. შესაბამისი განკარგულებებით ირკვევა, რომ ეს პროცედურაა და დაცვის დანიშვნა ხელახლა მოხდა. ორივე პირი, სახელმწიფოს დასაცავ სიაში აქამდეც ჰყავდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ …
ნახვა »თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. „მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის …
ნახვა »წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება – ამ ქვეყანაში ახალგაზრდებიდა სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. გახარია ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. …
ნახვა »„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ედება ბრალი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის …
ნახვა »აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლისოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაპაუზებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, – განაცხადა თეთრი სახლის …
ნახვა »თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო იძულებით დატოვა. “უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე …
ნახვა »