პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!

ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?! – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ. …

ნახვა »

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იტალიაში -15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. მეტეოროლოგები მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურის 48.8 გრადუს ცელსიუსს პროგნოზირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთმა მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა …

ნახვა »

საგარეჯოში “მთავარის” “ფორმულასა” და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამუკა შაქარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში, “მთავარის” “ფორმულასა” და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ მამუკა შაქარაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. შაქარაშვილი 14 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ბრალად ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ედება. მამუკა შაქარაშვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და ამავე აიპის უფროსის, თემურ ილაურის სიძეა. 6 ივლისს, საგარეჯოში მომხდარ ინციდენტში, ნაციონალური მოძრაობის პენსიონერებთან შეხვედრის …

ნახვა »

ვალერი ზალუჟნი – თუ ჩვენს პარტნიორებს იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენ ჩვენი იარაღით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც აუცილებელი იქნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი წარმოების იარაღს გამოიყენებს. ზალუჟნიმ ამის შესახებ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა წერს, რომ ზალუჟნის მთავარი კითხვა და ამოცანაა “როგორ შევამციროთ ზარალი? როგორ შევამცირო ზარალი?” ყოველ დილით, მთავარსარდალი იმის გარკვევას იწყებს, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა წინა …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლა „მარტივი არ იქნება”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოლონელი ექიმებისგან მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ განმეორებით შესვლის შესახებ მიმართვა არ მიუღია. ბრეგაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლა „მარტივი არ იქნება“. „ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ამ ადამიანებს, შესულიყვნენ და გაესინჯათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ერთ-ერთი ექიმის მხრიდან განხორციელდა სრულიად …

ნახვა »

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის მონაწილეებს საბჭოს საქმიანობისა და წინა …

ნახვა »

სპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. განცხადებაში განმარტავენ, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინტის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ. ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობენ. „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!” – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. მისი …

ნახვა »

ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გაცვლიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლიან. უკრაინის პრეზიდენტმა ამით უპასუხა იმ მოსაზრებას რომ თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი …

ნახვა »

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია