STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალური აზიისთვის, შანსია ახლო აღმოსავლეთისთვის და გარანტიაა, რომ აფრიკის ქვეყნებს რუსები აღარ გაძარცვავენ. …
ნახვა »სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგი გამართა. “გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება… იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე …
ნახვა »საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. „ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას. თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით. „პრემიერი“ და …
ნახვა »ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ ეგრევე შეცდომა დაუშვა, რადგან „Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას.“ როგორც კობახიძის თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თანდათანობით იკლებს. „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე …
ნახვა »დღეს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება. თუმცა, პენტაგონის წარმომადგენელს რუსი დაქირავებულების ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი უთქვამს. „რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ,“ – განაცხადა …
ნახვა »ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება უკან გადადგმული ნაბიჯია, ეს კი შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აისახოს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაშია. „12 პუნქტიდან ერთი რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ საქართველოში ყოფილიყო სამართლიანი საარჩევნო გარემო, ეს გულისხმობდა დამოუკიდებელ ცესკოს, საარჩევნო კოდექსის გამართვას და …
ნახვა »გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნანა შამათავამ გამოაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. შუბითიძემ განაცხადა, რომ მიმალვას არ აპირებს და ბრალსაც აღიარებს. სერგო შუბითიძე 25 …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ყველა მიმართულებით წინსვლა აქვთ. “ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, …
ნახვა »რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრთხის განეიტრალების ყველა საჭირო გადაწყვეტილება დასაწყისშივე იქნა მიღებული. „სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ: „ამბოხება მაინც ჩახშობილი იქნებოდა და ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები კრიმინალური იყო“. …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ცვლილებების მიხედვით, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს – წერია განცხადებაში
ნახვა »