STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ინდოეთში, ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა, მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით …
ნახვა »Საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხადს მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს. სიაში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და 5 ივნისიდან კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება. ეროვნული ნაკრების ის …
ნახვა »საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 5 ივნისს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირის უქმეებზე აქვთ, თბილისში საწვრთნელ შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან. ჩვენი …
ნახვა »გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება. „რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა. მისი განცხადებით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს …
ნახვა »აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე წაიქცა. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ფეხზე იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. თეთრი სახლის პრესანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა. „ბიბისის“ …
ნახვა »“დროას“ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე, „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატეს. პარტია „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე საქართველოს ორი მოქალაქის და იურიდიული პირის დამატება ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება ცალკეული პირებისა და კომპანიების დასასანქცირებლად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას იწყებს. …
ნახვა »„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე გააკეთა. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომაც ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და …
ნახვა »რუსული Red Wings-ის პირველ რეისებს სოჭიდან თბილისში 15 ივნისსა და 20 ივნისს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამას გარდა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელებას. მათი ცნობით, ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება.
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში მისი განცხადების კრიტიკაზე განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით დასაჩუქრება ძალიან სამწუხაროა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი …
ნახვა »თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი სადაც ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ახლა ჯებირები გადანგრეულია. კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაში იყო ეს პიროვნება თხრილში ჩავარდნისას, თუმცა აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. „რა თქმა …
ნახვა »