STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ნახვა »შვეიცარია მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – როგორც უკრაინული მედია ამბობს, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ს განუცხადა. „ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს …
ნახვა »გლობალური ბანკები მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში 200,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავენ, რადგან ადამიანების მიერ შესრულებულ ამოცანებს ხელოვნური ინტელექტი (AI) შეასრულებს. ინფორმაციას Bloomberg კომპანია BI-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს. BI-ის კვლევა კომპანიებს, Citigroup Inc.-ს, JPMorgan Chase & Co.-სა და Goldman Sachs Group Inc.-ს მოიცავს. ბანკების IT და ტექნოლოგიურ განყოფილებათა ხელმძღვანელის გამოკითხვით დადგინდა, …
ნახვა »საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით მივა. „გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს …
ნახვა »აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მას [პუტინს] სურს შეხვედრა, და ჩვენ ვემზადებით“, – თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს. „პრეზიდენტ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს. მას ეს საჯაროდ აქვს ნათქვამი, და ჩვენ მასთან ერთად ეს ომი [უკრაინაში] უნდა …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების …
ნახვა »ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 130,000 ადამიანს სავალდებულო ევაკუაციის წესით ადგილმდებარეობა უკვე დაატოვებინეს. ინფორმაციას, AP News ავრცელებს. ლოს-ანჯელესის გარეუბანში ხანძარმა 2,800 ჰექტარზე მეტი მოიცვა. ცეცხლი ძირითადად ბუჩქნარს უკიდია და მის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს BBC-ის ინფორმაციით, ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება და …
ნახვა »“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას აქვეყნებს: ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ …
ნახვა »სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. „გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი …
ნახვა »გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. „დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა – გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – აღნიშნავს ტელეკომპანია “ფორმულა” გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის …
ნახვა »