STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო რაკეტა X-59 და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ოდესის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 დრონი გაანადგურეს. ამასთან, ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ორი აგროსაწარმო. ხანძარი მალე ჩააქრეს. დარტყმის …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა. პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში …
ნახვა »მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, – ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. „მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში. ცნობისთვის, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი …
ნახვა »სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია …
ნახვა »ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. „საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი …
ნახვა »დღეს შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს “პიარული” ხრიკია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობა “ახალთან” დაკავშირებით განაცხადა. …
ნახვა »2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე …
ნახვა »დავით არახამიას განცხადებამ რეალურად დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ძალიან მყარად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს. „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც …
ნახვა »თბილისის მერის კახა კალაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. ასე შეაფასა მან საწვავის ფასებზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილ პერფორმანსი ჟურნალისტებთან. „ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, …
ნახვა »საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ. „თანამედროვე ევროპული ტიპის „H …
ნახვა »