პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია – ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე. მან ასევე აღნიშნა რომ, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, …

ნახვა »

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო.რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს …

ნახვა »

ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, 20 ივნისს წარუდგნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, 20 ივნისს წარუდგნენ. მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი  “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ ხვალ ამ საქმესთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში მელიასთან შესვლას, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ …

ნახვა »

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდა. მე-5 წუთზე მიღებული წითელი ბარათის გამო, მოედანი ნაადრევად ლაშა ოდიშარიამ დატოვა, რის გამოც ჩვენმა გუნდმა მთელი მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა პოლონეთს 4:1 სძლია და პორტუგალიასთან ერთად 1/4-ფინალის …

ნახვა »

დონალდ ტრამპი – ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაიდოს. მან პოსტში მისი წინა და მიმდინარე საპრეზიდენტო ვადებისას მიღებული სამშვიდობო შეთანხმებებიც გაიხსენა. “ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც მე მივაღწიე ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეთანხმებას. იმ …

ნახვა »

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული დრამატული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. პირველი ტაიმი საფრანგეთმა მატის ტელის პენალტით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილიოს გორდეზიანის პასით გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები საბა საზონოვის გოლით დაწინაურდა, რასაც …

ნახვა »

პუტინი ფიქრობს, როგორც მე, რომ ეს ომი, ისრაელსა და ირანს შორის, უნდა დასრულდეს, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. სატელეფონო ზარი 50 წუთი გაგრძელდა. აშშ-ს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანზე სალაპარაკოდ – ქვეყანაზე, რომელსაც ის …

ნახვა »

დონალდ ტრამპი – ჩვენ არ დავბომბეთ, მაგრამ ყველაფერი ვიცოდით

14 ივნისის დილა ახლო აღმოსავლეთში დაბომბვის ხმაურით დაიწყო: ირანმა ათობით ბალისტიკური რაკეტა და საბრძოლო დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. დარტყმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა თელ-ავივსა და ბეერ-შევაში, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე ათეული. ისრაელის ანტისაჰაერო სისტემამ მრავალჯერადი განგაშის ფონზე ათობით საფრთხე მოიგერია, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მიზანს …

ნახვა »

ისრაელის თავდაცვის ძალები – მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს. IDF იუწყება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის პოლიცია მოქალაქეებს ირანული რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. „მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა“, – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები. …

ნახვა »

ვიქტორ ორბანი – რუსები უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ ორბანმა ფრანგულ გამოცემა LCI-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსები ამისთვის სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ორბანმა. ამასთან, სხვა კითხვაზე საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინა ომს აგებს და რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია