STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა. ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის
ნახვა »ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ. სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი …
ნახვა »ჩვენს არჩევნები იქნება ძალიან რთული, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპზე თავდასხმაზე ქართული ოპოზიციის რეაქციის კონტექსტში მოსალოდნელ რთულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული …
ნახვა »მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, …
ნახვა »ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე. მან იმ …
ნახვა »ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერება. მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. …
ნახვა »18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიცირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება …
ნახვა »ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ. BBC-ის ინფორმაციით, გადასახლება 250 000-ზე მეტ ადამიანს ემუქრება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მოწოდება შემაშფოთებელია, რადგან ის ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვებისა და თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. ევაკუაციის მოწოდებას ეხმაურება „ჰამასის“ ერთ-ერთი …
ნახვა »საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების …
ნახვა »