პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კვლავ გრძელდება პროტესტი რაჭის ტყეებთან დაკავშირებით

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კვლავ გრძელდება პროტესტი რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდენა, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება. “მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების …

ნახვა »

პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან, აცხადებს ჯო ბაიდენი

„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის …

ნახვა »

დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს. მათი თქმით, ღაზას სექტორში დაშავებული პალესტინელი ბავშვები თვითმფრინავით არაბთა გაერთიანებული საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ეს დაპირებული დახმარების …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ბრეგაძის თქმით, უკიდურესი ცინიზმია, როცა ადამიანები, რომელთა დროსაც წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს საუბრობენ ადამიანების უფლებებზე. „არ შემიძლია …

ნახვა »

ბეკორდული ფასდაკლება ბეკოს განახლებულ ფილიალში!

17, 18 და 19 ნოემბერს თბილისი ცენტრალში ბეკოს განახლებული ახალი კონცეფციის ფილიალის გახსნა იგეგმება. გახსნასთან დაკავშირებით კი ყველა სტუმარს “ბეკორდულ”, 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს! ფასდაკლება მაღაზიაში განთავსებულ ყველა კატეგორიის პროდუქტს შეეხება. როგორც სახლის მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ასევე ტელევიზორებს, კომპიუტერულ ტექნიკას და სამზარეულოს ჭურჭელს. თუ რაიმე სახის ტექნიკის შეძენას გეგმავთ, …

ნახვა »

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. “რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად – …

ნახვა »

ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის შვილია

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოქალაქე ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილი შვილია. მისი თქმით, მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილი ძაღლს ასეირნებდი, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან უთანხმოება მოუვიდა. შელაპარაკების დროს ფეხში დაიჭრა გურამ ელიზბარაშვილიც. “როგორც ვიცი, ჩემი შვილი დილით ძაღლს ასეირნებდა. გურამი 41 წლის არის, …

ნახვა »

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”. ტურნირის ბოლო დღეს შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც 17 დუეტი ჩაება. შეჯიბრებაში ყველაზე კარგად ქუთაისური დუეტი გამოვიდა: ნინო ხუციბერიძე და იოანე ხვარეშია – 561 ქულა. მათ 2 ქულით 2 წყვილი ჩამორჩა, იმათგან კი უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები შეჯიბრების მასპინძელი …

ნახვა »

ვილი სანიოლი – ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს რას ვითხოვთ მათგან

16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველო 2:0 დამარცხდა. დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): …

ნახვა »

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და შესაბამისი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარედგინათ. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია