STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა. „დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები, „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, …
ნახვა »გილოცავთ ახალ წელს და გულწრფელად გისურვებთ, ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება …
ნახვა »მოდის 2023 წელი და მინდა, ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი. „ეს წელი 2022 წელი სრულდება, რაც იყო, იყო და ალბათ არ გვინდა ახლა, რომ ამას ჩავუღრმავდეთ. რაც …
ნახვა »საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს. „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი …
ნახვა »თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 00:00 საათიდან კი, სამ სხვადასხვა სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, …
ნახვა »ყოფილი რომის პაპი ბენედიქტე XVI 95 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. ბოლო წლებში ბენედიქტე XVI (ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რაცინგერი) ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც 2013 წელს „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ ტახტიდან გადადგა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა.
ნახვა »აქციაც ყოფილა მისი [სალომე ზურაბიშვილი] რეზიდენციის წინ, გარედან და შიგნიდან მოწოდებებიც ყოფილა და ეს თურმე ზეწოლა არ არის და ზეწოლა არის მხოლოდ გაუბედურებული ოჯახების მოწოდება, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასაც“ კი …
ნახვა »იაპონიაში „კოვიდ 19“-ით ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია. „როიტერის“ ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. კერძოდ, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „აპირებთ თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, ეს არის მთავარი შეკითხვა და როგორ უპასუხებთ ამას?“ სალომე ზურაბიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს …
ნახვა »იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. „შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და …
ნახვა »