პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, იოსელიანი საქართველოს პარლამენტის ერთადერთი წევრია, რომელიც ამერიკის არჩევნების მიმდინარეობას დეპუტატის რანგში დააკვირდება. „აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჰიბრიდული არჩევნებია, ლოს ანჯელესში კი, სადაც იოსელიანი იქნება ლოკალიზებული, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით …

ნახვა »

რუსი ხალხი არ არის დამნაშავე კრემლის ავანტიურაში – მურატოვი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “ომი უკრაინასთან კრემლის ავანტიურაა. რუს ხალხს არაფერი აქვს საერთო ამ დანაშაულთან”. მურატოვმა მოუწოდა კრემლის ნარატივებს გულწრფელად უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვებს: „სად იყავით რვა წლის განმავლობაში, როცა დონბასი იბომბებოდა?“ პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ ისინი იქ რას აკეთებდნენ! რას აკეთებდნენ იქ, რუსული …

ნახვა »

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

  ცნობილია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში კი აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.  როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, 4 ნოემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი.  საპასუხოდ კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა  გარკვეული …

ნახვა »

მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი, თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება

 მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი, თბილისის წიგნის დღეები, რომელიც ათობით გამომცემლობასა და წიგნის უამრავ მოყვარულს ყოველი წლის შემოდგომაზე მასპინძლობს, ამჯერად ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. რა თქმა უნდა, გამომცემლობები ამ მნიშვნელოვანი ბაზრობისთვის საგანგებოდ ემზადებიან, ამიტომ წინ საინტერესო ღონისძიებებით, ფასდაკლებებითა და ახალი გამოცემების სიხარულით სავსე დღეები გველოდება.   ფესტივალი, ტრადიციულად,  ექსპოჯორჯიას უზარმაზარ სივრცეში გაიმართება.

ნახვა »

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს

 როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს.   „მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირება მოახდინოს თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე ცალკეული მიმართულებებით. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  როგორც გენშტაბში …

ნახვა »

ჟერარ პიკემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ესპანელმა ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და „ბარსელონას“ ფანებს მიმართა. ორწუთიან ვიდეოში პიკემ ილაპარაკა თავის კარიერაზე „ბარსელონაში“ მისვლის მომენტიდან დღემდე. „ბოლო რამდენიმე კვირა, თვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ჩემზე. დღემდე ჩუმად ვიყავი. მაგრამ ახლა მინდა ვიყო ის, ვინც ჩემზე მოგიყვებათ. როგორც ბევრი …

ნახვა »

ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

“ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” – ამის შესახებ ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს: მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას” ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად. გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად …

ნახვა »

ხელფასების მომატების მოთხოვნით, მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

 ცნობილია, რომ  მადრიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს.  აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში ფასების მატების გამო, ხელფასების გაზრდა აუცილებელია. პროფკავშირების თქმით, ინფლაცია მატულობს,  მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი კი იკლებს, შესაბამისად, აუცილებელია, მინიმალური ანაზღაურების გაზრდა.  ცნობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად,  ესპანეთშიც ფასების მატება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის …

ნახვა »

თურქეთში 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა

  როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, თურქეთში 4.9 მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ცნობისთვის, სტიქიის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო. როგორც ადგილზე ჩასულმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.

ნახვა »

შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გავიდა

 უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ნოემბერს უკრაინის ჩორნომორსკის, ოდესის და პივდენის პორტები 290 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა.   ცნობილია, რომ შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება, საკვებით დატვირთული გემების რაოდენობას, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აზიაში, ევროპასა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია