STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ, ძალაში დღეიდან შედის. ასევე ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში წარმოებული ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი …
ნახვა »გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი. მისივე თქმით, მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. „მოგეხსენებათ, მმართველი გუნდის ინიციატივითა და ძალისხმევით მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს პარლამენტში …
ნახვა »4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.) თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში“, წელს სწორედ აგნიეშკა ჰოლანდი იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე …
ნახვა »როგორც უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განცხადა, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. არახამიას განცხადებით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა დასხდეს მოლაპარაკების …
ნახვა »ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა. ინფორმაციას მედია ირანის გენერალურ პროკურორზე მოჰამედ ჯაფარ მონთაზერზე დაყრდნობით ავრცელებს. „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან” , – განაცხადა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა. გენერალურ პროკურორს არ უთქვამს მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა თუ არა შეგახსენებთ, უკვე ორთვენახევარია რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. …
ნახვა »რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, – წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და …
ნახვა »4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო …
ნახვა »დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ოკუპანტები, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, ეს ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დილიდან გაავრცელა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის და დონბასის სტრატეგიული წერტილია.
ნახვა »მმართველმა გუნდა გადაწყვიტა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა – განხორციელებული პროექტები, გამოწვევები და გეგმები
ნახვა »ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადება გავრცელებულია ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის სახელით. მასში დაგმობილია, საქართველოს წინააღმდეგ …
ნახვა »