STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ბალენსიაგამ Lay’s-თან დაიწყო თანამშრომლობა და ჩიფსის შეფუთვის იდენტური ტყავის ჩანთა გამოუშვა. Lay’s-ის შეფუთვის დიზაინით შექმნილი ტყავის ჩანთის ფოტო დემნამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ბალენსიაგასა და Lay’s-ს შორის თანამშრომლობა იწყება. Hypebeast-ის ინფორმაციით, Lay’s-ის ჩიფსის შეფუთვით შექმნილი ჩანთები, რომლებიც სხვადასხვა ფერებშია წარმოდგენილი, სავარაუდოდ 1800 დოლარი ეღირება. მსურველები კი ჩანთების ყიდვას რამდენიმე თვეში …
ნახვა »როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამში“ წერს, უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო. „უკრაინამ მიიღო 1.3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებს და ეკონომიკის მხარდაჭერას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის,საერთაშორისო …
ნახვა »წარმოდგენა არ მაქვს, რის გარშემო ერთიანდებიან. არ გამიგია, რომ ჩვენთან რაიმე კონსულტაცია ჰქონდა. ჩვენთან, ქვეყანაში ყველაზე პროდასავლურ პარტიასთან კონსულტაცია თუ არ იყო, მაშინ ვისთან შეიძლება, შექმნა რაიმე კოალიცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომ პარტიაში პროევროპული ოპოზიციის იდეაზე საუბრობენ და ყველა …
ნახვა »დიდი პროქართული, პროევროპული ოპოზიციის იდეაზე ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული, რადგან ქვეყანას დაუდგა გადარჩენის ამოცანა, ახლა არ არის პარტიული კინკლაობებისა და განსხვავებების დრო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღნიშნულ საკითხზე ყველა პროდასავლურ ჯგუფს …
ნახვა »ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი …
ნახვა »ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა. ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მოყვანილი იქნა ორი ბავშვი 13 წლის, მოხდა პირველი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილი იქნა პედიატრიულ კლინიკაში. რაც შეეხება …
ნახვა »ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. „ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნეს კლინიკაში. ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს. „ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის …
ნახვა »გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …
ნახვა »ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: …
ნახვა »