STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით აცხადებს, რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს.ცნობილია, რომ აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა. …
ნახვა »რუსთავში, შარტავას გამზირზე პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ინფო რუსთავი ავრცელებს. მათი ცნობით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, დაშავებულებს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ. გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებმა მათ უთხრეს, რომ “პიტბული თავს ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა”. მათივე მტკიცებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.
ნახვა »euronews-ის ინფორმაციით, Queen-მა ახალი სიმღერა Face it Alone გამოუშვა, რომელშიც ვოკალურ პარტიას ფრედი მერკური ასრულებს. ჩანაწერი 1988 წელს არის გაკეთებული, ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ჯგუფი ალბომზე The Miracle მუშაობდა, თუმცა ჯგუფს ამ კომპოზიციის შესახებ არ ახსოვდა. ჩანაწერი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. გიტარისტ ბრაიან მეის არ ეგონა, რომ ჩანაწერი ახალი …
ნახვა »ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან. უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.
ნახვა »ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილის, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირიან ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია. საპროტესტო აქციები ირანში მას …
ნახვა »ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d’Or 2022) მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. ალპინიზმის ოსკარი არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.
ნახვა »ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. სალომე ვარდიაშვილის ამბობს, რომ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. ეს არის უსაფრთხოების თემა, ვისაც ეს ევალებოდა, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ლიცენზიის მქონე კომპანიის …
ნახვა »რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს. უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის …
ნახვა »ვაკის პარკში დენის დარტმის შედეგად დაშავებული ლაზარე კლინიკიდან გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნახვა »ინდიელ ქალს, რომელმაც ყოფილი ქმარი, შვრიის ფაფაში შერეული ფენტალინით ჯერ მოწამლა, შემდეგ კი ჰალსტუხით დაახრჩო, 115 წლით პატიმრობა შეეფარდა, – ინფორმაციას Abcnews ავრცელებს. ჰამილტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით 42 წლის ქალს სასჯელი საბოლოოდ განესაზღვრა. მედიის ინფორმაციით, წყვილი 2 წლის ბავშვის მეურვეობისთვის იბრძოდა.
ნახვა »