STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან. უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.
ნახვა »ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილის, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირიან ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია. საპროტესტო აქციები ირანში მას …
ნახვა »ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d’Or 2022) მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. ალპინიზმის ოსკარი არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.
ნახვა »ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. სალომე ვარდიაშვილის ამბობს, რომ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. ეს არის უსაფრთხოების თემა, ვისაც ეს ევალებოდა, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ლიცენზიის მქონე კომპანიის …
ნახვა »რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს. უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის …
ნახვა »ვაკის პარკში დენის დარტმის შედეგად დაშავებული ლაზარე კლინიკიდან გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნახვა »ინდიელ ქალს, რომელმაც ყოფილი ქმარი, შვრიის ფაფაში შერეული ფენტალინით ჯერ მოწამლა, შემდეგ კი ჰალსტუხით დაახრჩო, 115 წლით პატიმრობა შეეფარდა, – ინფორმაციას Abcnews ავრცელებს. ჰამილტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით 42 წლის ქალს სასჯელი საბოლოოდ განესაზღვრა. მედიის ინფორმაციით, წყვილი 2 წლის ბავშვის მეურვეობისთვის იბრძოდა.
ნახვა »როგორ გამოყურება ქვეყნის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რა მიმართულებებზე იზრდება დაფინანსება და პასუხობს თუ არა ის ხალხის საჭიროებებს – ამ კითხვებზე პასუხებს გადაცემაში მოისმენთ. 2023 წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. დოკუმენტის თანახმად, რიგ სამინისტროებს დაფინანსება ეზრდებათ, რაც პროექტების განხორციელებასა და საჯარო სამსხურებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაზე აისახება. მომავალი …
ნახვა »CBS News-ის ცნობით, სირიის ქალაქ რასტანში აღმოაჩინეს ძველი რომაული მოზაიკა, რომელზეც ანტიკური მითოლოგიის სცენებია გამოსახული. როგორც ცნობილია, მოზაიკა დატანილია IV საუკუნის შენობის იატაკზე, მისი ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გამოსახულება დეტალიზებულია და მასზე აღბეჭდილია როგორც ძველი ბერძნული, ასევე ძველი რომაული მითოლოგიის სიუჟეტები.
ნახვა »გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, კომპანია Miramax Television-ი მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. პირველი ორი ეპიზოდის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მარტინ სკორსეზე იქნება. ცნობილია, რომ სერიალი მოგვითხრობს ახალი გმირების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი-ლიუისის და კამერონ დიასის მონაწილეობით გადაღებულ ორიგინალურ ფილმში. სერიალის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ნახვა »