STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს. სუს-ის ცნობით, ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. უსაფრთხოების …
ნახვა »ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და აღჭურვას განაგრძობს. საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“. უწყების ცნობით, „ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან …
ნახვა »უკრაინული მედიის ინფორმაციის მიხედვით,ევროპარლამენტის პრეზიდენტი,რობერტა მეცოლა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს,უკრაინას ტანკები მიაწოდონ. “უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი და მას სჭირდება ტანკები. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მიაწოდონ ისინი, რადგან რუსეთი თავისი შეჭრის ესკალაციას ახორცილებს და უფრო თავზე ხელაღებული ხდება. ჩვენ პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში”, – ამის შესახებ რობერტა …
ნახვა »ზაპოროჟიეს წინააღმდეგ 6 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ სახლებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.ასევე ცნობილია,რომ მაშველებმა ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ცნობისთვის,სამაშველო სამუშაოების პროცესში დღეს დილიდან 45 მაშველი აქტიურადაა ჩართული.
ნახვა »როგორც უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ,ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს განაცხადა, ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას ეცდება. „რა უნდა გააკეთოს ნატო-მ?! მან უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ეს 24 თებერვლამდე …
ნახვა »ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2022 წლის ლაურიატის ვინაობა ცნობილია,ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია ფრანგ მწერალს, ანი ერნოს ერგო. ფრანგ მწერალს მკითხველი ავტობიოგრაფიული ტექსტებით იცნობს,სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი,რომ ანი ერნოს პრიზი “სიმამაცისა და ობიექტური გამჭრიახობისთვის გადაეცა, რომლის საშუალებითაც იგი ფესვებსა და განშორების საკითხებს უბრუნდება”. ცნობისთვის,ნობელის პრემია გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოებიდან ერთ-ერთია,მისი დაარსების …
ნახვა »ეროვნულ გალერეაში კოტე ჯინჭარაძის პერსონალური გამოფენა ,,ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში” გაიხსნა. როგორც ცნობილია, რეტროსპექტიული გამოფენა მხატვრის მრავალწლიანი საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს. დაინტერესებულ პირებს გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა 13 ოქტომბრამდე ექნებათ.
ნახვა »უკრაინის ხელისუფლების ცნობით,ქვეყნის არმიამ ლუგანსკის,ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება მოახერხა. როგორც ცნობილია,ლუგანსკის ოლქში გათავისუფლებულია სოფელი გრეკოვკა,რომელიც ხარკოვისა და დონეცკის რეგიონულ-ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.ასევე გათავისუფლებულია ხერსონის რეგიონის სოფელი ტრიფონოვკა და ხარკოვის რეგიონის სოფელი გლუშკოვა. ცნობისთვის, პირველი ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის არმიამ კონკრეტულად ხერსონის მიმართულებით, 29 დასახლება გაათავისუფლა.
ნახვა »ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა. უფლებადამცველის თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილს. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს …
ნახვა »დღეს დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა-,ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ოლექსი გრომოვი ავრცელებს. „დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის Ту-22М3 ტიპის ოთხმა თვითმფრინავმა ბელარუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა გრომოვმა.
ნახვა »