STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის მიმართულებით ტერიტორიების დაბრუნებას – აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის განახლებული რუკა ევროპელი ომის ექსპერტებისგან. მათი აზრით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი მოქმედებები და დასავლეთიდან მიუახლოვდნენ შევჩენკოვს დასახლების ასაღებად, სხვებმა კი გვერდი აუარეს მას, წინ მიიწიეს გრუშევკასა და კუპიანსკისკენ, ხოლო ბოროვსკოე დაიბრუნეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბალაქლია, …
ნახვა »ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. გადწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ. რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ შეუძლიათ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. “რას ეუბნება უკრაინის ეფექტიანი კონტრშეტევა მსოფლიოს? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ მოხდება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გავიდნენ. ეს …
ნახვა »ბრიტანეთის დედოფალი გარდაიცვალა. ელისაბედ მეორის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ბუკინგემის სასახლემ ინფორმაცია დღეს გაავრცელა, სიცოცხლის ბოლო დღეები მონარქმა შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა. დღეს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც. ელისაბედ მეორე ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა მონარქის ტახტს, ის დედოფალი მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წელს გახდა.
ნახვა »ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მოსახლეობა იკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.
ნახვა »დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან. როგორც BBC-ი იუწყება, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა, ასევე პრინცი უილიამი, ენდრიუ და ედვარდი უკვე ჩავიდნენ ბალმორალში. ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. „შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი …
ნახვა »დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ იაშვილის კლინიკაში. ცნობილია, რომ აფეთების შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში, ერთ წლამდე ბავშვი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება 1 სექტემბერს, გამთენიას მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ …
ნახვა »ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და მას ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
ნახვა »პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკება “აშშ-ის საელჩოს აგენტურის“ თაობაზე ე.წ. ოთხეულის ახალმა წერილმა გამოიწვია. სამნიძემ ყაველაშვილს მიმართა განემარტა, თუ რა აგენტურაზე საუბრობდნენ და ამ აგენტურის შესახებ რატომ იცოდნენ მათ და არა სუს-მა. ვითარების განმუხტვის მიზნით მათთან მანდატური მივიდა.
ნახვა »“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ „სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას და აკრიტიკებენ მოქმედს. „რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ …
ნახვა »