STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას, არასამთავრობო სექტორთან …
ნახვა »გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ, ჩაერთეთ, გთხოვთ, შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტარის განცხადებით, „ქართულ ოცნებამ“ უნდა …
ნახვა »სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია. ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა რისკჯგუფებისთვის უფასო იქნება. …
ნახვა »ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციამ მძევლები უკვე გამოკითხა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ნახვა »კაცი, რომელმაც ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა დაკავებულია. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
ნახვა »შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, ახალ პირობებს ასახელებს. როგორც ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მძარცველი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები …
ნახვა »ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია. მას მძევლები ყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს. სამართალდამცველებს მან ამისთვის დრო 15:00 საათამდე მისცა. მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა. ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული. თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია.
ნახვა »რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ ეშინიათ რეფერენდუმების, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა. მედვედევის თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო რეფერენდუმების ჩატარება. „რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა სახის ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა. …
ნახვა »საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. „პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, …
ნახვა »