STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სინომპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა 34 – 39 გრადუსი იქნება. „15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის”- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ნახვა »შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაცის სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „14 …
ნახვა »დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია …
ნახვა »საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალზე პოლარიზებული, – ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა . “საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე …
ნახვა »პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. ამასთან, ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც და აღნიშნავენ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების …
ნახვა »მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ექვსი უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაასვენეს. ამასთან, დღეს მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე …
ნახვა »რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, მედვედევმა უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა …
ნახვა »ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დღეიდან სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით …
ნახვა »საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიება გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა …
ნახვა »