STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
მკვლევრებმა ტორონტოსა და მონტრეალის უნივერსიტეტებიდან გამოიყვანეს 1 მილიმეტრის სიგრძის ძარღვი, რომელიც არა მარტო ფეთქავს, ადამიანის ემბრიონის პარკუჭის მსგავსად სითხის გადასროლაც შეუძლია. “ჩვენი მოდელით ჩვენ შეგვიძლია გადატუმბული სითხის მოცულობისა და წნევის გაზომვა”, — ამბობს სარგოლ ოხოვატიანი, მედიცინის ბიოინჟინერი. “ეს ორი რამ წინა ცდების დროს შეუძლებელი ჩანდა”. დღემდე მკვლევრები იყენებენ ცხოველების ცოცხალ გულს იმის …
ნახვა »კვლევითი პორტალზე ნუმბეო 2022 წლის პირველი ნახევრის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოქვეყნდა. საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ათეულში, ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა. ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. საქართველოს შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, …
ნახვა »მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც კრემლთან უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს. მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 15 ივლისს რუსმა ჟურნალისტმა ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა კრემლის მახლობლად. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. …
ნახვა »მიკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ …
ნახვა »აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მერის მოადგილის, მარგარიტა იდრისოვას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. “თოთხმეტი ადამიანი საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია,” – განაცხადა პოკროვსკის მერის მოადგილემ. იდრისოვა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაზიანდა. …
ნახვა »განაში „მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინფექციური დაავადების გამომწვევი „მარბურგის“ ვირუსი „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც საეჭვო კონტაქტის შემთხვევები. როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი …
ნახვა »18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ წერილშია ნათქვამი. წერილის შინაარსი და „ქართული ოცნების“ დეპუტატთა პოზიცია მედიას პარლამენტში …
ნახვა »ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით , რუსეთი ბრძოლაში იყენებს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, იმისათვის, რომ გააძლიეროს ფრონტის ხაზი. “ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. “– წერია ბრიტანეთის დაზვერვის …
ნახვა »საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება: “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს …
ნახვა »თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ სასამართლის ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
ნახვა »