STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ მან ფრანგული სააგენტოსთვის – „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიგანაცხადა. ლუკაშენკო აუცილებლობად მიიჩნევს შეთანხმებას და „უკრაინაში ოპერაციის და ომის დასრულებას“, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ომი. „მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ განვიხილოთ, როგორ ვიცხოვროთ. შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენს საუკუნეში, როცა ადამიანები …
ნახვა »საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ჩასულიყვნენ და გაეგოთ ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ზურაბიშვილის თქმით, მას მინისტრისგან პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. მისი თქმით ეს პროცესი, მეორე …
ნახვა »ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრეზიდენტი ზურაბიშვილის შეფასებაზე, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა, განაცხადა, რომ ოცნებას პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლის ინტერესი არ აქვს. „პრეზიდენტს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული …
ნახვა »იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. სერჯიო მატარელას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილება გარდაუვალია. ამგვარად, იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 70 დღეში გაიმართება. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იტალიაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება. მანამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრეზიდენტს გადადგმის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის მიზეზი მისი მმართველი კოალიციის დაშლა იყო. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც …
ნახვა »ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები. ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი. „არსებობს …
ნახვა »პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა …
ნახვა »სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი Facebook-ზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მამის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე …
ნახვა »რუსეთი ბიჭვინთაში ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ ბჟანიამ ტყვარჩელში, ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრა. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, …
ნახვა »სამართალდამცავებმა 33 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულთან დაკაშვირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ქმედებაში კიდევ ერთ პირი მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო …
ნახვა »უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან, – აღნიშნულის ტექსტით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების მხრიდან შეხვედრაზე ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმლით მისვლას. „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხულობს: ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევაა თუ გააზრებული …
ნახვა »