STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე 19-109-ე მუხლებით დაიწყო, …
ნახვა »2022 წლის 1 მაისიდან საქართველოში პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება გაძვირდა. პირადობის საფასური 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე. ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტარმა დავით უსუფაშვილმა მთავრობას სადეპუტატო კითხვით მიმართა, საჯარო რეესტრის პასუხიდან ირკვევა, რომ ტარიფების ცვლილება ამ დოკუმენტების წარმოების თვითღირებულების გაძვირებამ განაპირობა. კერძოდ, …
ნახვა »დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი. ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას …
ნახვა »დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ქმედებების შედეგად, მტერმა არსებითი ლოგისტიკური დანაკარგი განიცადა და რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. ამავე დროს, უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ …
ნახვა »თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა …
ნახვა »ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8348 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8658 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 …
ნახვა »სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი გოგაშვილის მიერ დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა. პროკურორის, …
ნახვა »თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომის მიმდინარეობისას, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს მიმართა შუამდგომლობით, საქმის განხილვა სრულად დახურულ ფორმატში წარიმართოს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან, სხვა ბრალდებებთან ერთად, საქმე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას ეხება, მიზანშეწონილია, სხდომა საწყის ეტაპზევე დაიხუროს. შუამდგომლობას არ …
ნახვა »პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, – ამის შესახებ იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი …
ნახვა »თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. პროკურორი მაია სილაგაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან წარდგენილი მასალები …
ნახვა »