STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …
ნახვა »დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი გვაქვს. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას – ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს …
ნახვა »ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების მედდა დააკავეს. კერძოდ, უწყების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის …
ნახვა »საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. „2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი …
ნახვა »პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება. პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. …
ნახვა »საია-მ 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები წარმოადგინა. საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან არაეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა იკვეთება. კერძოდ, საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ამ 30 ადამიანს მიღმა არის კიდევ ბევრი …
ნახვა »კიევის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. ტელეგრამარხებით, ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმა გაისმა კიევთან ახლოს, ქალაქ ბელაია ცერკოვში, ასევე, ქალაქ ხარკოვში და სუმის ოლქის ქალაქ შოსტკში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება. …
ნახვა »ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ბინის მეპატრონეს, ზაურ ბუდაგოვს ოტხი წლით, ხოლო მამა-შვილს, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად, ერთოთახიანს გადაკეთებულს ოროთახიან ბინად და …
ნახვა »შვეიცარიაში, “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. “ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს …
ნახვა »აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნახვა »