STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ აქტი დღესვე უნდა გამოსცეს, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იმართება. გოცირიძის თქმით, აქციას, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ქვეყნის წინაშე არსებული ერთი პრობლემის გადაჭრა მაინც …
ნახვა »გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევის ოლქის ქალაქ ირპინში იმყოფებოდნენ. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ქალაქის მონახულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინის არმიის გმირობა შეაქო და განაცხადა, რომ მათ რუსული ძალების „ბარბაროსობის კვალი“ იხილეს. ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.
ნახვა »საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. „ვფიქრობ, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან საფრანგეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტია“, – განაცხადა კლემან ბონმა France Info-სთან.
ნახვა »უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სამხედრო საშუალებებით ყირიმის დაბრუნების მცდელობა რუსეთის შემდგომ პროვოცირებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის განხილვის თემა. „ამას …
ნახვა »საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მრავალი განცხადებაა უკვე გაკეთებული ისეთი, რაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ მიზანმიმართულად ხდება. ”მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მათთან პირდაპირ კავშირშია და ალბათ თავის დროზე …
ნახვა »„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ბრალდებას სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით უნდა უპასუხონ . მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „ლელომ“ ინტერპელაციის წესით როდესაც დაიბარა საქართველოს პრემიერი, მისგან პასუხი ვერ მიიღო. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის …
ნახვა »ფეხბურთის სტატისტიკის და ანალიტიკის ვებგვერდის, SofaScore-ის შეფასებით, ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ერთა ლიგაზე ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას 10-ბალიან სისტემაში 8,20 ქულა დაუგროვდა. გიბრალტართან და გასვლაზე ბულგარეთთან 8,5 ქულა დაიმსახურა, ბულგარეთთან სახლში – 8,2 ქულა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყველაზე დაბალი შეფასება, …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. გასულ სხდომაზე იყო მსჯელობა გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ხერხდება ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა. ბრალდების …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და დანია აგვისტოში, კოპენჰაგენში სპეციალურ დონორ კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ, 14 სახელმწიფო მიიღებს და უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა შესაძლოა, მუდმივი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი, თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ …
ნახვა »