STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფორმეს. შეზღუდვა შეეხება ოფიციალურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით, მათ შორის — აღმასრულებელი და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის …
ნახვა »შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. დღის განმავლობაში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. ამის მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა. მომხდარ კიბერშეტევაზე დღეს …
ნახვა »დემონსტრანტებს მასობრივად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით, „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება, – აცხადებდ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია. ლომჯარიას თქმით, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, …
ნახვა »აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს უკრაინის ომის 100 დღეში დასრულება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, არავის სჯერა, რომ კიტ კელოგი ამ დავალებას შეასრულებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ კელოგის, როგორც სპეციალური წარმომადგენლის როლი უკრაინაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში „დამწყები გამბიტია“, რომლის გაკონტროლებასაც ტრამპი თავად აპირებს. …
ნახვა »პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა. მათივე ცნობით, „შერატონიდან“ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს „სრულად, სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და სასტუმროს ჩანაწერის ასლი აღარ აქვს“. „ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება”- აღნიშნულია განცხადებაში. „გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ …
ნახვა »პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მისი თქმით, საქართველოს სურს „აშშ-სთან …
ნახვა »ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ჰამასთან“ მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის მთავრობა შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი 24-მა მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა. კატარის …
ნახვა »საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, მისი თქმით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ …
ნახვა »“გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა და გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ …
ნახვა »„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ნახვა »