STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერთო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ …
ნახვა »ევროსაბჭოს კონგრესში ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. კრიტიკულ რეზოლუციას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა. რეზოლუციაში “ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნაა” პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა. ასევე, საუბარია ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებითაც 💬 “[ევროსაბჭოს] კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით, უნდა აღდგეს …
ნახვა »დღეს საქართველოში რეპრესიებია. უდანაშაულო ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მიათრევენ პოლიციის განყოფილებებში, ბრალს უყენებენ და განაჩენი გამოაქვთ შეთხზული ბრალდებებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ახლა, როცა აქ ვსაუბრობ, ერთ-ერთ ცნობილ მსახიობის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასევე, …
ნახვა »საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ანტალიაში მიმდინარე შეკრებაზე სერბეთს დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში გაბრიელ სიგუამ მე-11 წუთზე გახსნა. სერბებმა წონასწორობა 28-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით აღადგინეს. ტაიმის მიწურულს კი თორნიკე მორჩილაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 შეხვედრის 84-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა. პირველ ტესტ-მატჩში, საქართველოს ახალგაზრდულმა …
ნახვა »თურქეთში მიმდინარე შეკრების ფარგლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ანტალიაში, კალისტას სპორტული ცენტრის მოედანზე, ფინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით, 4:2 გაიმარჯვა. ანგარიში ფინელებმა 24-ე წუთზე გახსნეს, 50-ე წუთზე წონასწორობა საბა ხვადაგიანმა აღადგინა, 6 წუთში გიზი მამაგეიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მე-60 წუთზე საბა მამაცაშვილმა კუთხურიდან …
ნახვა »ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის ერთხაზოვანი დირექტივა, რომელსაც ისინი გარედან იღებენ ხოლმე, არ აქვთ მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მერყეობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არც საკუთარ ამომრჩეველში არიან …
ნახვა »აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა. მისივე თქმით, კიევმა პირობა დადო, რომ მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელთაც ენერგეტიკული და სამოქალაქო კლასიფიკაცია ექნებათ და, შეთანხმების მიხედვით, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს. პარალელურად, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა …
ნახვა »საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს – უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს “დიფ სთეითის” დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი …
ნახვა »სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის განმარტებით, მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც …
ნახვა »„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. რაც შეეხება ონლაინ მედიას, როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება. „მაუწყებლობის შესახებ კანონი, ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ …
ნახვა »