პოლიტიკა

Tag Archives: სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – 1801, 1921, 1992, 2008, ეს არის თარიღები, რომლებიც თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. „1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ

ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. „იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო …

ნახვა »

კობახიძე ზურაბიშვილზე: განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრეზიდენტი ზურაბიშვილის შეფასებაზე, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა, განაცხადა, რომ ოცნებას პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლის ინტერესი არ აქვს. „პრეზიდენტს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს

პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა …

ნახვა »

პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ხვდება.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ვიზიტი სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.  შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან

ყველამ, პოზიციამ, თუ ოპოზიციამ აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა, თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს, თუ რადიკალური ოპოზიციისას, არაფერი აქვთ საერთო არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის თქმით, ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა, ქვეყნის …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია – რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია – ამის შესახებ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  „ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე …

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – პრეზიდენტს შეუძლია 20 ივნისს დაგეგმილ შეკრებას შეუერთდეს

”ლელოს” პოლიტიკური მდივანი პრეზიდენტის მისამართით განმარტავს, რომ 20 ივნისს დაგეგმილი ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია პოლიტიკური არაა და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ შეკრებას შეუერთდეს. სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი საკონსტიტუციო პრეროგატივა გამოიყენოს, რათა არსებულ ვითარებაში პოზიტიური ცვლილება შეიტანოს. მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდან აპელირებს იმაზე, …

ნახვა »

რომან გოცირიძე – სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი დღესვე უნდა გამოსცეს

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ აქტი დღესვე უნდა გამოსცეს, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იმართება. გოცირიძის თქმით, აქციას, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ქვეყნის წინაშე არსებული ერთი პრობლემის გადაჭრა მაინც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია