ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს. როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო. „ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – …
ნახვა »სოსო გოგაშვილის მეუღლე – არ გავჩუმდებით, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი
პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, – ამის შესახებ იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი …
ნახვა »თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას. პროკურორი მაია სილაგაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან წარდგენილი მასალები …
ნახვა »სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ სასამართლის ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი.
ნახვა »სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – აცხადებენ სპეციალურ …
ნახვა »ადვოკატი: სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების საკითხებზე დოკუმენტები, რომლის საჯაროდ გამოტანასაც აპირებდა, დღის სინათლეს მაინც იხილავს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მოინახულა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის გზავნილი ოჯახის მიმართ არის, რომ თავს კარგად გრძნობს, არის მხნედ და ბრძოლისუნარიან განწყობაზე. ადვოკატი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი დაკავებას უკავშირებს ბოლო …
ნახვა »ომბუდსმენის წარმომადგენელი: გოგაშვილს სახეზე აღენიშნება შეშუპება, ფეხებზე აქვს სილურჯეები
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოინახულა. ქეთევან ხვედელიანის თქმით, გოგაშვილს თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. “როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმა და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს, როგორც ვიცი მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს. ბრალთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ …
ნახვა »გოგაშვილის შვილი: ორი იარაღი ჩაუდეს, სამი მუხლით მიდის გამოძიება
დაკავებული სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი ამბობს, რომ ჩხრეკისას მამამისს ორი იარაღი ჩაუდეს. “ორი იარაღი ჩადეს და შეტენეს რაღაც ყალბი ფაქტები, მოსმენების და ა.შ. სამი მუხლით მიდის გამოძიება, ერთი არის იარაღის უკანონო შენახვა, მეორე არის სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და რაღაც სისულელე”, – ამბობს ნიკა გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის …
ნახვა »სუს-ი გოგაშვილზე: საქმე არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე “არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება”. გოგაშვილის დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე სხვა დეტალებს უსაფრთხოების სამსახური არ ავრცელებს. ნინი გოგაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის დროს არის გადაღებული, ჩხრეკაზე სასამართლოს განჩინება …
ნახვა »სპეცოპერაცა სუს-ის ექს მაღალჩინოსნის სახლში – სოსო გოგაშვილი დააკავეს
სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური განცხადება მის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა. სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.
ნახვა »