პოლიტიკა

Recent Posts

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს. პარლამენტის თავმჯდომარეს თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე მიმართავენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, ამ მოთხოვნის მიზეზი „ხალხის ძალის“ მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია. „ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის ფლანგზე …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებსა და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ნახვა »

მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა

გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა 34 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთელმა გამოაქვეყნა გამოსათხოვარი წერილი სოციალურ ქსელში, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ფეხბურთში წარმატების მიღწევაში დაეხმარა. საკლუბო კარიერაში იოზილი თამაშობდა „შალკეში“, „ვერდერში“, „რეალში“, „არსენალში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ბაშაქშეჰირში“. გერმანიის ნაკრებში ნახევარმცველმა 92 მატჩი ჩაატარა და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია