პოლიტიკა

Recent Posts

რუსეთის საგარეო უწყება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით. რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული …

ნახვა »

მეტროსადგური „გოცირიძე“ ხვალიდან მუშაობას განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული …

ნახვა »

ჰააგის სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ. კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია