პოლიტიკა

Recent Posts

ვლადიმერ პუტინი – ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან

ნატო-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწ „მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება“, – აღნიშნა …

ნახვა »

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაგეგმვა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება

ისეთი დანაშაულის მომზადება, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ასევე, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის დაწყებით სტადიაზე, ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო …

ნახვა »

ბოლნისში, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბოლნისში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია