პოლიტიკა

editor

სამართალდამცველებმა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამართალდამცველებმა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კინოლოგიური სამსახურის ძაღლმაც კვალი აბრამიძის კორპუსის მიმდებარედ დაკარგა, სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, დანას, ის ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული …

ნახვა »

კესარია აბრამიძე მოკლეს

თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს “კურიერის” გადამღები ჯგუფიც. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია. შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

ნახვა »

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში

მოვახერხეთ, სომხეთ-საქართველოს შორის გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამა წლის იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს ურთიერთობაში …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე აშშ- სანქციებზე – ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით

როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის …

ნახვა »

მეთიუ მილერი – აშშ საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და მოძალადე ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ლიდერს სანქიციებს უწესებს, ასევე, 60-ზე მეტ ქართველ პირს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეთიუ მილერმა განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია. „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც …

ნახვა »

ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა. „საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე – წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები

სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები როგორც სპორტიდან, ასევე ბიზნესიდან, ხელოვნებიდან და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სიის პირველი ოცეულის კრიტიკას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის განცახდებით, წარდგენილ სიაში …

ნახვა »

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ზურა ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული, როგორც თეატრში ისე კინოში. მსახიობი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საზღვარგარეთ მკურნალობდა.  

ნახვა »

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ. ოუენ მერფიმ პრესკონფერენციის დასაწყისში მადლობა გადაიხადა სადამკვირვებლო მისიის დროულად მოწვევისთვის და მისიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. „ჩვენ 17 სადამკვირვებლო მისიაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს იქნება მე-18 მისია. დღეს …

ნახვა »

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა ინტენსიურ ხასიათს იძენს. როგორც კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად, ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ ქმედებებით და არა – მათი ნათესაური …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია