პოლიტიკა

editor

ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროთი დაეხმარება 

ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე ტექნიკის მწირი რაოდენობის გამო კი სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება ვერ ხერხდება.

ნახვა »

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია – ევროპის ჩემპიონი გუბანოვა მოსკოვში გასამართ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს

ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას შოუში („ფიგურულ სრიალზე შეყვარებულები“), რომელიც 14 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. ეს ინფორმაცია რუსულმა პრესამ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ადრე გამოცხადდა იმის შესახებ, რომ გუბანოვა გამოვიდოდა აღნიშნულ შოუში, რომლის ორგანიზატორია მოსკოვის სპორტის დეპარტამენტი. „ანასტასია გუბანოვა და საქართველოს ნაკრების სხვა …

ნახვა »

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა. 6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. …

ნახვა »

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ სტატიას აქვეყნებს – ხაჭაპური, ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს. სტატიაში საქართველოს გასტრონომიული …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – ესებუას დაკავება არის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალი ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ბადრი ესებუას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც რატი ბრეგაძე წერს, პოლიციელებს რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას ულოცავს. „ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, – წერს რატი ბრეგაძე. „საქართველოს …

ნახვა »

ბადრი ესებუა დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და …

ნახვა »

ხაბეიშვილი – ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს, 21:00 საათზე, პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს“. „პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად უნდა …

ნახვა »

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული შანსი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს  თებერვალში  მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ჩვენ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე  გასვლის ისტორიული შანსი აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში ქართველ კალათბურთელებს 4 მოგება და 4 წაგება აქვთ, ასეთივე შედეგი აქვს ისლანდიას, უკრაინის  ნაკრებს კი  3 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რადგანაც L ჯგუფიდან ესპანეთი …

ნახვა »

რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ თურქეთის მიწისძვრაზე 2008 წელს

ვრცელდება  ლელა კაკულიას 2008 წლის 20 ნოემბრის წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან! ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. თუმცა ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს …

ნახვა »

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი. მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული. ბოლო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია