მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” (IPI) გლობალური ქსელისა და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებე.“ჩვენ, მკაცრად ვგმობთ მიზანმიმართულ, განზრახ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მიერ საქართველოში ახლანდელი პროტესტების ტალღის პერიოდში. …
ნახვა »დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე დაიწყო. რეგისტრაციის გავლისა და დღის წესრიგის დამტკიცებისთანავე, “ქართული ოცნების დეპუტატებმა დღის წესრიგში ასახული საკითხების განხილვა დაიწყეს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, სამშაბათის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით იწყება.
ნახვა »აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა
საქართველოში აშშ-ს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა “ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა”. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის …
ნახვა »ჰიპერმარკეტ “გორგიას” გადაწყვეტილება
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების პარალელურად, სკანდალში გაეხვა. საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრაციების დარბევის პარალელურად, ქსელში სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები გაყიდვიდან ამოიღეს, რასაც მომხმარებლის პროტესტი მოჰყვა. დღეს გორგიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხსენებული პროდუქტის გაყიდვა ქსელს ხელისუფლების მიერ შეეზღუდა. “გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. …
ნახვა »ბრიტანეთის საელჩო განცხადებას აქვეყნებს
გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. …
ნახვა »აქტუალური თემა
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შეფასება. გადაცემის სტუმრები: პოლიტიკის ექსპერტები: ნიკოლოზ მეტრეველი და ლევან ლორთქიფანიძე
ნახვა »შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სიკვდილამდე მან სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა. მკვლელობა დღეს საბურთალოზე მოხდა. მოკლულია 49 წლის ნ.ხ. დედის მკვლელობის შემდეგ კი ახალგაზრდა ბიჭმა ვიდეო ჩაწერა. „თუკი ამ ვიდეოს უყურებთ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. თუ ეს ვიდეო შეგხვდათ ეს იმან ნიშნავს, რომ …
ნახვა »ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია – ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი სპეცრაზმელთა ძალადობას მომიტინგეების მიმართ სიმხეცეს უწოდებს. ლევან იოსელიანმა დიღმის იზოლატორში მოინახულა დაშავებულები, მისი თქმით, 13 დაკავებულიდან 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო. „ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი …
ნახვა »ნიღბიან სამართალდამცავებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ – გიორგი გახარია
როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. ითქვა, რომ მომიტინგეებმა სისტემური წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, მაშინ როდესაც ნიღბიანი სამართალდამცავები, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი …
ნახვა »არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს – კახა კალაძე
დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს. კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს. „ცხადია, …
ნახვა »