პოლიტიკა

editor

15 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით 15 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, …

ნახვა »

რუსთავში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა ერთი ადამიანი

რუსთავში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შევიდა შეტყობინება, …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს. ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება. „პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის …

ნახვა »

3 მედალი ტყვიის სროლაში გრან პრის პირველ დღეს

ქართველმა ტყვიის მსრილელებმა 3 მედალი მოიპოვეს სლოვენიის ქალაქ რუსეში მიმდინარე გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს. პნევმატური იარაღიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში პირველ დღეს ახალგაზრდებმა იასპარეზეს – გოგონებმაც და ბიჭებმაც, ჩვენმა ნაკრებმა კი გამოსვლა 3 მედლით დაასრულა – 2 ვერცხლი და 1 – ბრინჯაო. თავდაპირველად ჩვენებმა წარმატება გოგონათა ტურნირში მოიპოვეს, სადაც თითო …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

“ქართული ოცნების” რიგით მე-7 ყრილობის მთავარი მოვლენად ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შესახებ გახდა. პარტიის დამფუძნებლის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ივანიშვილის დაბრუნების შესახებ ყრილობის დელეგატთა ნაწილისთვის სიახლე იყო, საზოგადოებისთვის ცნობილი კი ტელეეკრანებიდან  გახდა, როცა კადრში ყოფილი პრემიერი პარტიის ლიდერებთან ერთად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საკუთარ მიმართვაში დეტალურად …

ნახვა »

პირველი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო ხდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შსს-ს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო …

ნახვა »

კონკურენციის სააგენტოს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს. „კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ …

ნახვა »

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა

სენაკის სპორტის სასახლეში, საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და სენაკის ადგილობრივი ხელოსუფლების მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული კუდოს კლუბების ასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა. საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გოგონებსა და ბიჭებს შორის გამოვლინდნენ, …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქრისტეს შობას მიულოცა მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ. „შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს! საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ …

ნახვა »

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა- გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა- გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია