რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ ის „ფეისბუქში“ წერს. „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე.
ნახვა »თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. მათივე ცნობით, მათ შორის თურქეთში სტიქიას 39 672 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 5 800. ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ნახვა »უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში – წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, – ამის შესახებ ინფორამაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული. „მოსალოდნელმა …
ნახვა »ფეხბურთელი ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს
თურქული „ჰათაისფორისა“ და განას ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა. „კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა, მურატ უზუნმეჰმეთმა. 31 წლის ფეხბურთელი სახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რომელიც ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა. „ჰათაისფორში“ გადასვლამდე ატსუ „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „პორტუში“, „რიუ ავეში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „მალაგაში“, …
ნახვა »14 წლის ნინიმ განათლების სამინისტროს დავა მოუგო – სასამართლომ უწყებას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
14 წლის ნინიმ, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, განათლების სამინისტროს დავა მოუგო და უწყებას მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა. ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს. “2009 წლიდან, ნინიმ თელავის მე-9 საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა. 2015 წლამდე მას ეტლი არ ჰქონდა და დედას ხელში აყვანილი დაჰყავდა სკოლაში. 2017 წელს, სკოლა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალ შენობაში …
ნახვა »თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-ს ავიახაზებმა 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა
Lufthansa-ს ავიახაზებმა დღეს 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა. როგორც CNN-ი იუწყება, ამის მიზეზი, თანამშრომლების მასობრივი, 24-საათიანი გაფიცვაა. გერმანიის 7 აეროპორტის, მათ შორის ფრანკფურტის, მიუნხენისა და შტუტგარდის აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ქვეყნის აეროპორტების ასოციაციის განცხადებით, Lufthansa-ს ავიახაზების თანამშრომლების გაფიცვის გამო, 295 000 მგზავრს მოცდა მოუწევს.
ნახვა »გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს
გერმანიაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილი თანამშრომელი დევიდ სმიტი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 13 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Sky News-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონის ცენტრალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სმიტს შეუძლია სასჯელი გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში მოიხადოს. დევიდ სმიტის განცხადებით, ის თავს მარტოსულად გრძნობდა, …
ნახვა »ოჯახის განცხადებით, ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
ბრიუს უილისს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული. „შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი”, – აცხადებენ მსახიობის ოჯახის წევრები. გასულ წელს 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს. უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან არაერთ პოპულარულ ფილმში ითამაშა, …
ნახვა »დმიტრო კულება – უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას ვალდებულება არ აუღია
უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება. კულებას განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას დაეხმარება, რადგან ავიაციით მებრძოლები საკუთარ საჰაერო თავდაცვას ინარჩუნებენ, ავიაცია ასევე …
ნახვა »„მაკდონალდს საქართველოს“ ინოვაციური სერვისი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
რესტორნებში მისულ სტუმრებს ამიერიდან „მაკდონალდსის“ ახალი თანამშრომელი, „ქეთო“ უმასპინძლებს, რომელიც სტუმრებს ხალისით, სიყვარულითა და „მაკდონალდსის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული სითბოთი დახვდება. „ქეთო“ მაგიდასთან შეკვეთებსაც თავად მიიტანს, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ყველას მეგობარი „ქეთო“ არა მხოლოდ სწრაფად მოგემსახურებათ, არამედ თავის ემოციებსაც გაგიზიარებთ, რესტორანში სტუმრობას დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს და შექმნის მომენტებს, …
ნახვა »