პოლიტიკა

editor

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები

ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში. სტრასბურგში 2022 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდზე მომზადებული მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის ანგარიში გავიდა. ანგარიშში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის …

ნახვა »

პისტორიუსის თქმით, Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ უკრაინა Leopard 2-ის საბრძოლო ტანკებს მარტის ბოლოსთვის მიიღებს. “ჩვენს Leopard-ებს არა უგვიანეს მარტის ბოლოსთვის მივაწვდით”, – თქვა პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე, როდესაც გერმანიის საწვრთნელ ბაზებს სტუმრობდა. “ეს ძალიან გვიანი არაა”, – განმარტა პისტორიუსმა. 25 იანვარს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას მის მიერ წარმოებული Leopard 2-ის ტანკების 14 …

ნახვა »

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია, რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან არ არსებობს

კინზინგერის პროპაგანდისტური გზავნილები გვიჩვენებს, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია. ამიტომ საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც კინზინგერი …

ნახვა »

ადამ კინზინგერი – საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“ – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.

ნახვა »

დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს

უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ …

ნახვა »

თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე …

ნახვა »

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა

ავსტრალიელმა მამამ შვილების გადარჩენისას ორივე ფეხი დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, დეივ მილნი ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე ისვენებდა, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.  ოჯახი სათხილამურო გაკვეთილებზე მიდიოდა, როდესაც მათ თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა. მამა შვილებს გადაეფარა და ასე გადაარჩინა, თუმცა თავად საწმენდი მანქანის ქვეშ აღმოჩნდა.  მაშველებმა პატარა გოგონა მალევე გადაიყვანეს …

ნახვა »

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  17 იანვარს, მალაიზიაში, ქალაქ პორტ-კლანგში პორტის თანამშრომლებმა ბანგლადეშიდან შემოსული გემიდან ტვირთის ჩამოღებისას ერთ-ერთ კონტეინერში გამოფიტული ბავშვი აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ბიჭი მოტაცებულია და პოლიცია გამოიძახეს.  ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბიჭი ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაონგში ცხოვრობს. მეგობრებთან დახუჭობანას თამაშის დროს …

ნახვა »

საგარეჯოს მერის განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ

საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ამასთან, როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს. საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან …

ნახვა »

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ აქ მინუს 34 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც, „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია