პოლიტიკა

editor

დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.განგაშის რუკის მიხედვით, საჰაერო განგაში დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.  ცნობისთვის, საჰაერო განგაში ნიშნავს სარაკეტო დარტყმის საფრთხეს, რა დროსაც მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ნახვა »

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფრენები განახლდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 – გაფრინდა. დღეს, 12:30 ზე რეისი ათენიდან შესრულდება, 13:30 ზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება …

ნახვა »

რუსთავში მგელმა ქალი დაგლიჯა

რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. შემთხვევა სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.  დაშავებული, დაზიანებებით ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მგელი მოკლა.  ადგილზე მობილიზებული იყო ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ნახვა »

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, დანაღმული ავტომობილების აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  სომალის პრეზიდენტის, ჰასან შეიხ მუჰამადის განცხადებით, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, განათლების სამინისტროს შენობის წინ, ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.  „ჩვენი ხალხი დახოცეს… მათ შორის იყვნენ დედები შვილებით ხელში, მამები, რომლებიც ავად იყვნენ, სტუდენტები, რომლებიც განათლების მისაღებად მიდიოდნენ, ბიზნესმენები, რომლებიც თავიანთი ოჯახების წევრების …

ნახვა »

იტალიამ უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო

  ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ  იტალიის პრემიერ-მინისტრად, მემარჯვენე ჯორჯია მელონის დამტკიცების შემდეგ, იტალიამ დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, კერძოდ,  იტალია უკრაინას მიაწვდის: 2 ერთეულ M270-ის ტიპის მულტიკალიბრული ზალპური ცეცლის რეაქტიულ სისტემას; 6 ერთეულ PzH2000-ის ტიპის 155მმ-იან თსდ-ს; 20-30 ერთეულ M109L-ის ტიპის 155მმ-იან თსდ-ს; Iveco LMV …

ნახვა »

სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას ჭყლეტის დროს დაღუპულთა რიცვი 154-მდე გაიზარდა

  როგორც მედია წერს, სამხრეთ კორეაში, სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას ჭყლეტის დროს დაღუპულთა რიცვი 154-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 26 ადამიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.   “ეს მართლაც ტრაგიკულია. წუხელ, სეულის გულში მოხდა ტრაგედია და უბედურება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმა.

ნახვა »

მარჯანიშვილის თეატრში მარლენ ეგუტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა  

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში თეატრისა და კინოს მსახიობის მარლენ ეგუტიას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული მონოსპექტაკლის – „კრეპის უკანასკნელი ფირი“ თოჯინური ვერსია. სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა მარლენ ეგუტიას მიერ განსახიერებული პერსონაჟის – კრეპის …

ნახვა »

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. “რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – წერს  ჯოზეფ ბორელი.  შეგახსენებთ, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

ნახვა »

ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა, – მაის შესახებ Reuters-ი წერს. აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ნახვა »

ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ ევროპული პრემიერა ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. „დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ნამუშევარი საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია