პოლიტიკა

editor

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. “რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – წერს  ჯოზეფ ბორელი.  შეგახსენებთ, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

ნახვა »

ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა, – მაის შესახებ Reuters-ი წერს. აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ნახვა »

ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ ევროპული პრემიერა ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. „დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ნამუშევარი საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

ნახვა »

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი, რომელშიც მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი იღებდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე …

ნახვა »

ომბუდსმენობის კანდიდატები და პროცესი პარლამენტში; “ბეკოს” საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე – გადაცემა აქტუალური თემა

🔺️ პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო. ვინ არიან ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი და როგორ განვითარდება მოვლენები? 🔺️ მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდმა „ბეკომ“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. რა სიახლეებით შეხვდა კომპანია იუბილეს და როგორ ჩაიარა საიუბილეო …

ნახვა »

ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული

  ბალენსიაგამ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის შავი ქურთუკი წარადგინა, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავის შემცვლელითაა დამზადებული.  როგორც ცნობილია, ქურთუკის ღირებულება 9 ათას ევროს შეადგენს.  ცნობილია, რომ  პროდუქტის შესაქმნელად ბალენსიაგამ იტალიური ბიოტექნოლოგიური ფირმის, SQIM-ის, წარმოებული მასალა Ephea გა მოიყენა, რომელიც სოკოს ძირეული სტრუქტურისგან, მიცელიუმისგან, მზადდება.    ქურთუკის დიზაინერი ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მოდის …

ნახვა »

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა

  Bloomberg-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.   როგორც სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩხვე სონ ბომი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან იტევონის გასართობ რაიონში მაშველები აგრძელებენ დაშავებულთა სეულის მასშტაბით საავადმყოფოებში გადაყვანას.  კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის, …

ნახვა »

ამერიკელი კაცი თითქმის 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს

აშშ-ში ციხიდან გაათავისუფლეს 69 წლის კაცი – მორის ჰასტინგსი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1984 წელს აღმოჩნდა და 1988 წლიდან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, – ამის შესახებ BBC წერს. კაცის გათავისუფლებისა და უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი დნმ-ის ახალი მტკიცებულებები გახდა, რომლითაც გაირკვა, რომ დანაშაული არა მან, არამედ სულ სხვა კაცმა ჩაიდინა. საქმე ეხებოდა რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობას, რომლის …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „99 წლის წინ თურქეთმა გამოაცხადა რესპუბლიკის დაარსების შესახებ და დაიწყო თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს შენება. ვულოცავ მუსტაფა შენთოფს ამ ისტორიულ დღეს და გულწრფელად გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის …

ნახვა »

სერგეი შოიგუ – რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, რომლის ფარგლებში სულ მობილიზებულ იქნა 300 000 ადამიანი, მათგან 82 000 უკვე ფრონტზე იმყოფება, ხოლო 218 000 საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნამდე ემზადება.  როგორც შოიგუმ აღნიშნა,  ფრონტზე გაიგზავნა ასევე დამატებით 13 000 მოხალისე, რომლებიც თავისი სურვილით ჩაერიცხნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეზერვში.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია