“ლელო”, ანა დოლიძის “ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. “იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემპ …
ნახვა »ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა. ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის
ნახვა »ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ. სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი …
ნახვა »კახა კალაძე – იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს
ჩვენს არჩევნები იქნება ძალიან რთული, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპზე თავდასხმაზე ქართული ოპოზიციის რეაქციის კონტექსტში მოსალოდნელ რთულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული …
ნახვა »დონალდ ტრამპი – მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან
მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, …
ნახვა »კახა კალაძე – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, თქვეს ლომჯარია-გიგაურს მივცემთო
ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე. მან იმ …
ნახვა »პრემიერ-მინისტრი პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე – ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერება. მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. …
ნახვა »18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება
18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიცირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება …
ნახვა »ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ
ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ. BBC-ის ინფორმაციით, გადასახლება 250 000-ზე მეტ ადამიანს ემუქრება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მოწოდება შემაშფოთებელია, რადგან ის ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვებისა და თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. ევაკუაციის მოწოდებას ეხმაურება „ჰამასის“ ერთ-ერთი …
ნახვა »