პოლიტიკა

editor

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ცუდად გახდა და ამ ეტაპზე სასამართლოში ჩართვაზე უარს აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” ცუდად გახდა. როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკაში მეორე ადვოკატი ილია ლომია იმყოფება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. სხდომა ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. „იქ იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი ილია ლომია, რომელიც ახლახან დამიკავშირდა. …

ნახვა »

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება. ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 …

ნახვა »

პოლიციამ წალენჯიხის მერი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმა

წუხელ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა კუთვნილ ავტომობილს, საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. როგორც ცნობილია. ნასვამი წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, ზუგდიდის სოფელ ცაიშის მონაკვეთთან დარღვევით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა გააჩერეს. პოლიციამ ხარჩილავა ალკოტესტზე შეამოწმა და მას სიმთვრალე დაუდასტურდა. თავად ხარჩილავამ მომხდარს გაუგებრობა უწოდა და განაცხადა, რომ …

ნახვა »

1941 წლის 26 დეკემბერს, უინსტონ ჩერჩილის ვიზიტიდან 81 წლის გასვლის შემდეგ, კონგრესში პირველად გამართა შეხვედრა მიმდინარე ომში მყოფი ქვეყნის უცხოელმა ლიდერმა

  1941 წლის 26 დეკემბერს, კონგრესში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ვიზიტიდან 81 წლის გასვლის შემდეგ, კონგრესში პირველად გამართა შეხვედრა მიმდინარე ომში მყოფი ქვეყნის უცხოელმა ლიდერმა,   შეგახსენებთ, 1941 წელს კონგრესში გადაწყდა, რომ ნაცისტური გერმანიის ბოროტების იმპერია უნდა დამარცხებულიყო.   81 წლის შემდგომ, ვოლოდიმერ ზელენსკის კონგრესში ვიზიტისას, შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, …

ნახვა »

საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეფე ხალიდის სახელობის რიადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე, პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს …

ნახვა »

2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ვინ რა ნომინაციაში გაიმარჯვა?

დღეს სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სეოკმა 2022 წელი შეჯამა და სახვადასხვა ნომიმაციაში წლის საუკეთესოები დაასახელა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ასევე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი. ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინის თქმით, ბირთვული „ტრიადის“ საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტია

ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების …

ნახვა »

„თალიბანი“ ავღანეთში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს

„თალიბანი“ ავღანეთში უნივერსიტეტებში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა. „ყველას გაცნობებთ, რომ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება ქალთა განათლების შეჩერების შესახებ შემდგომ მითითებამდე”, – ნათქვამია უმაღლესი განათლების მინისტრის, ნედა მოჰამად ნადიმის მიერ ხელმოწერილ წერილში. აკრძალვა ქალთა განათლებას კიდევ უფრო ზღუდავს. გასულ წელს „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გოგონებისთვის საშუალო …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”. ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, …

ნახვა »

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის 44.9 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი – 40.6 მილიარდი აშშ დოლარი. დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია