პოლიტიკა

editor

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს კიდევ ერთი კუთხის სახლი შეემატება

 თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ , კიდევ ერთი კუთხის, სვანეთის სახლი შეემატება. ცნობილია,რომ ეს სვანური სახლი რამდენიმე საუკუნის წინ აშენდა.  მაჩუბი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანური კოშკის გვერდით განთავსდება. სვანეთიდან მისი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცესში შესაბამისი სპეციალისტები და არქიტექტორები არიან ჩართულნი. ცნობისთვის, მუზეუმში ამ დრომდე მხოლოდ კოშკი იდგა.

ნახვა »

ვალენტინ რეზნიჩენკო – რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს

 დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „გათენებამდე, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი – კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი – ნიკოპოლის რაიონის თავზე“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

ნახვა »

ებოლავირუსის გამო, უგანდის ორ დასახლებაში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა

აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდის ორ დასახლებაში (Mubende; Kassanda), ებოლას ვირუსის გამო, ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა, – ამის შესახებ BBC წერს. დასახლებებში უკვე დაიხურა ბარები, ღამის კლუბები, სალოცავები და გასართობი ადგილები. ე.წ. ლოქდაუნი სამი კვირის ვადით გამოაცხადეს. ებოლას ეპიდემიის აფეთქებას ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. სულ 58 ადამიანი დაავადდა. როგორც BBC წერს, შესაძლოა, …

ნახვა »

უკრაინული მედია – კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა იყო

 როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით აცხადებს, რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს.ცნობილია, რომ აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა.                                                              …

ნახვა »

რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში, შარტავას გამზირზე პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ინფო რუსთავი ავრცელებს. მათი ცნობით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, დაშავებულებს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ. გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებმა მათ უთხრეს, რომ “პიტბული თავს ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა”. მათივე მტკიცებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.

ნახვა »

Queen-მა ახალი სიმღერა Face it Alone გამოუშვა, რომელშიც ვოკალურ პარტიას ფრედი მერკური ასრულებს

  euronews-ის ინფორმაციით, Queen-მა ახალი სიმღერა Face it Alone გამოუშვა, რომელშიც ვოკალურ პარტიას ფრედი მერკური ასრულებს.    ჩანაწერი 1988 წელს არის გაკეთებული, ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ჯგუფი ალბომზე The Miracle მუშაობდა, თუმცა ჯგუფს ამ კომპოზიციის შესახებ არ ახსოვდა. ჩანაწერი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. გიტარისტ ბრაიან მეის არ ეგონა, რომ ჩანაწერი ახალი …

ნახვა »

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო – პორტები მარცვლეულით დატვირთულმა ოთხმა გემმა დატოვა

 ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა.  სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან.  უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.

ნახვა »

ირანში, ევინის ციხეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

 ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.   როგორც ცნობილის, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირიან ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია.  საპროტესტო აქციები ირანში  მას …

ნახვა »

ე.წ. ალპინიზმის ოსკარი – „ოქროს წერაყინი“ ქართველმა მთამსვლელებმა მიიღეს

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d’Or 2022) მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. ალპინიზმის ოსკარი არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.

ნახვა »

ენერგოომბუდსმენი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. სალომე ვარდიაშვილის ამბობს, რომ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „ენერგეტიკის ლიცენზიის მქონე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება. ეს არის უსაფრთხოების თემა, ვისაც ეს ევალებოდა, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ლიცენზიის მქონე კომპანიის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია