პოლიტიკა

editor

თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს – „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება

პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება. ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ევრობასკეტის დაწყებამდე …

ნახვა »

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი. წინასწარი ცნობით, დაშავებულები ნიგერიის მოქალაქეები არიან. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები

ნახვა »

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი  მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. „მინისტრმა ხაზი …

ნახვა »

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ კახა იმნაძე „ტვიტერზე“ წერს. „ვტოვებ ნიუ იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა. დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის. შეგახსენებთ, საქართველოს …

ნახვა »

ოკუპაციის “კანონი” და რუსი ტურისტი : „ქართველები ისე იქცევიან თითქოს რუსებს ვალი გვქონდეს, ან მათი ოჯახის წევრი მოვკალი“

რუსეთის მოქალაქე, ბლოგერი ნატალი ურსულგო ოკუპირებულ აფხაზეთში, წელს, ივნისში, რუსეთიდან, ფსოუს უკანონო გამშვები პუნქტიდან შევიდა. ნატალიმ მოიარა ის ადგილები, საიდანაც ეთნიკური ქართველები, ეთნოწმენდის შედეგად, თითქმის სრულად გამოდევნილი არიან: გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი. ზიპლაინით დაეშვა იუფშარას ხეობაში, მდინარე კაპოეტისწყალზე (ბზიფზე), ნახა სტალინის აგარაკი, სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რიწის ტბაზე ნავით გასეირნების …

ნახვა »

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს დაშორდნენ

ამერიკელმა მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ და მოდელმა კამილა მორონემ 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულეს. ამის შესახებ People თავის წყაროზე დაყრდნობით წერს. 47 წლის დიკაპრიოსა და 25 წლის მორონეს რომანის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა, როდესაც ისინი ერთ-ერთ წვეულებაზე ერთად შენიშნეს. ოფიციალურად ისინი ერთად 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდნენ.

ნახვა »

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი …

ნახვა »

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს. ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე მიმართულებით უკრაინული ჯავშანტექნიკა განაგრძობს რუსეთის ჯარებზე შეტევას. უკრაინულმა ფორმირებებმა შეძლეს ფრონტის ხაზის გადაწევა გარკვეულ მანძილზე, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში თავისი ჯარისთვის ახალი დამხმარე ჯგუფების …

ნახვა »

რა ხდება უკრაინაში ომის 189-ე დღეს

ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე. ერთი ჭურვი ხარკოველებისთვის ყველაზე პოპულარულ, სარჟინ იარის ტყე-პარკში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული ძალები კი დროებით ოკუპირებულ ხერსონში კონტრშეტევაზე არიან გადასული. ოფიციალური კიევი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია