ვაკის პარკში დენის დარტმის შედეგად დაშავებული ლაზარე კლინიკიდან გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნახვა »ქალს, რომელმაც ყოფილი ქმარი ჯერ მოწამლა, შემდეგ კი დაახრჩო, 115 წლით პატიმრობა შეეფარდა
ინდიელ ქალს, რომელმაც ყოფილი ქმარი, შვრიის ფაფაში შერეული ფენტალინით ჯერ მოწამლა, შემდეგ კი ჰალსტუხით დაახრჩო, 115 წლით პატიმრობა შეეფარდა, – ინფორმაციას Abcnews ავრცელებს. ჰამილტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით 42 წლის ქალს სასჯელი საბოლოოდ განესაზღვრა. მედიის ინფორმაციით, წყვილი 2 წლის ბავშვის მეურვეობისთვის იბრძოდა.
ნახვა »საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი და ქვეყნის ევროპული გზა – გადაცემა “აქტუალური თემა”
როგორ გამოყურება ქვეყნის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რა მიმართულებებზე იზრდება დაფინანსება და პასუხობს თუ არა ის ხალხის საჭიროებებს – ამ კითხვებზე პასუხებს გადაცემაში მოისმენთ. 2023 წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. დოკუმენტის თანახმად, რიგ სამინისტროებს დაფინანსება ეზრდებათ, რაც პროექტების განხორციელებასა და საჯარო სამსხურებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაზე აისახება. მომავალი …
ნახვა »სირიის ქალაქ რასტანში აღმოაჩინეს რომაული მოზაიკა,რომელზეც ანტიკური მითოლოგიის სცენებია აღბეჭდილი
CBS News-ის ცნობით, სირიის ქალაქ რასტანში აღმოაჩინეს ძველი რომაული მოზაიკა, რომელზეც ანტიკური მითოლოგიის სცენებია გამოსახული. როგორც ცნობილია, მოზაიკა დატანილია IV საუკუნის შენობის იატაკზე, მისი ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გამოსახულება დეტალიზებულია და მასზე აღბეჭდილია როგორც ძველი ბერძნული, ასევე ძველი რომაული მითოლოგიის სიუჟეტები.
ნახვა »მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით გადაღებულ სერიალს ვიხილავთ
გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, კომპანია Miramax Television-ი მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. პირველი ორი ეპიზოდის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მარტინ სკორსეზე იქნება. ცნობილია, რომ სერიალი მოგვითხრობს ახალი გმირების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი-ლიუისის და კამერონ დიასის მონაწილეობით გადაღებულ ორიგინალურ ფილმში. სერიალის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ნახვა »უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა დონეცკში 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, ასევე განახორციელეს საცეცხლე შეტევები. თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები – დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო. რუსულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან …
ნახვა »ლაშა ფურცხვანიძე – პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, ყველა საბუთი არსებობს და ნახეს პოლიციაში, ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, ამას უკვე გამოძიება დაადგენს
მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოსა და უბედური შემთხვევის შესახებ, – ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ფურცხვანიძის განცხადებით, საქართველოში ჩამოტანამდე აპარატურამ ტესტირება გაიარა და შესაბამისი რეპორტებიც არსებობს. ამასთან, ფურცხვანიძის თქმით, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს. „პასუხისმგებელი ვართ …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ნახვა »აფეთქება თურქეთის მაღაროში – დაიღუპა 40 ადამიანი
თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ …
ნახვა »ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს
ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა. ჩხაიძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურანლობს, ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა …
ნახვა »