პოლიტიკა

editor

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა. „პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა …

ნახვა »

დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა. 17 წლის ბრალდებული დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს. მისგან განსხვავებით, დუმილის უფლებით სარგებლობს მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული, …

ნახვა »

„ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა – „გაზეტა დელო სპორტი“

K ფაქტორი: კვარამ უკვე ყველა დაიპყრო ყველაზე რთულ მომენტებში კვარამ გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ხასიათითაც. კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში. ხარისხი, ხასიათი და შეუპოვრობა: „ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა. „სიგნალი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ახალ გულშემატკივრებს და ჩემპიონატს უგზავნის, ნათელია: ის იქნება აბსოლუტური გმირი. მესიჯი მოდის გოლით ნათლობის შემდეგ, …

ნახვა »

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და …

ნახვა »

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულს გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ბიჭი მოკლეს.

ნახვა »

ქობულეთში ზღვაში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. 11 წლის მოზარდის ცხედარი, ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.

ნახვა »

ისრაელმა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა სირიის პორტ ტარტუში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეს სირიის ტერიტორიაზე არსებული ირანული სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა. ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ირანის რადარის მომსახურე სადგურსა და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე განხორციელდა. სირიის შეირაღებული ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო „თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ დაბომბვისას შესაძლოა, დაღუპულიყო კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება. როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, აღნიშნული შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი …

ნახვა »

შემდეგი შენ ხარ – რუშდიზე თავდასხმის შემდეგ მოკვლით ჯოან როულინგს დაემუქრნენ

ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, სიკვდილის ღია მუქარა მიიღო. ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი ცოტა ხნის წინ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამ ამბით შეძრული იყო. იმავე პოსტის კომენტარებში როულინგს პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებელმა უპასუხა და დაემუქრა: “ნუ იდარდებ, შემდეგი შენ ხარ”. აღსანიშნავია, რომ ამავე მომხმარებელმა მანამდე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია