Netflix-მა პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის მოტივებზე შექმნილ რეალითი-შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის ქასთინგი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სტრიმინგ-სერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სერიალის მსგავსად, თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. თუმცა საპრიზო ფონდი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება. ქასთინგში მონაწილეობის მიღება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ – მთავარი კრიტერიუმი ინგლისური …
ნახვა »მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, ლაშა მძინარაშვილმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა
ტაურუსის ისტორიაში პირველად, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“, ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა. არნოლდ შვარცნეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ჰოლივუდის ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ, ქართველი მოცეკვავე, ტაურუსის დაჯილდოებაზე, საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში იყო ნომინირებული. საუბარია მეთიუ ვონის ფილმზე („The Kings Man”), რომლის მთავარ საბრძოლო სცენაში ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა და მსოფლიო კინო ინდუსტრიის შემქმნელები ქართული ცეკვის უნიკალურობაზე აალაპარაკა.
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა
სალომე ზურაბიშვილი ვესტმინსტერის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა. დღესვე ზურაბიშვილი სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მეფე ჩარლზ მესამის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება. ხვალ კი პრეზიდენტი დედოფლის დაკრძალვის …
ნახვა »ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, PACE-ს ყოფილი თავმჯდომარე და „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი პედრო აგრამუნტი ГРУ-ს გავლენის აგენტი იყო
მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ და EUobserver ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედ და ყოფილი პრეზიდენტებს რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გავლენის აგენტობაში ამხელენ. როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, კრემლის ინტერესებს PACE-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი ატარებდა, მათი კოორდინატორი კი ГРУ-ს თანამშრომელი ვალერი ლევიცკი იყო. ლევიცკი სტრასბურგში რუსეთის გენერალური კონსული იყო, თუმცა …
ნახვა »21 სექტემბერს მახათას მთაზე სადღესასწაულო წირვაზე ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლს დააბრძანებენ
21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება. ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია. წირვას ჩაატარებს საპატრიარქო ტახტის …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული …
ნახვა »იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნი იმ ცხედრების 99%-ს რომლის ექსპერტიზაც ჩატარდა, ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს
ხარკოვის ოლქში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამარხში დაწერა. სინეგუბოვის ცნობით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ერთ ადამიანს კი, კისერზე თოკი ქონდა მობმული. „აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით …
ნახვა »ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ. “ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც …
ნახვა »მედიის ცნობით, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, …
ნახვა »იზიუმიში აღმოჩენილი მასობრივი სასაფლაო
უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების მორიგი კვალი – იზიუმში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს. არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გათავისუფლებულ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა თუ დადასტურდება, ეს იქნება ბალკანეთის 90-იანი წლების ომების შემდეგ ევროპაში აღმოჩენილი …
ნახვა »