პოლიტიკა

editor

ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ღონისძიებების კოორდინირებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დეოკუპაციას, რეინტეგრაციასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების …

ნახვა »

ერევანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და ბავშვიცაა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. აფეთქების შემდეგ, საავადმყოფოში 60 ადამიანი გადაიყვანეს, მათი უმეტესობა უკვე გაწერეს, 12 ადამიანი ამ დრომდე მკურნალობს. მესამე დღეა, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო არ წყდება. სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.  

ნახვა »

რუსებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს

ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში შვიდ-რვა აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს. “ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა – ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო …

ნახვა »

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს. მოსარგებლეებს …

ნახვა »

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა. „პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა …

ნახვა »

დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა. 17 წლის ბრალდებული დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს. მისგან განსხვავებით, დუმილის უფლებით სარგებლობს მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული, …

ნახვა »

„ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა – „გაზეტა დელო სპორტი“

K ფაქტორი: კვარამ უკვე ყველა დაიპყრო ყველაზე რთულ მომენტებში კვარამ გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მხოლოდ ხარისხით, არამედ ხასიათითაც. კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში. ხარისხი, ხასიათი და შეუპოვრობა: „ნაპოლის“ ბრენდის ქვეშ ვერონაში ქართველი დაიბადა. „სიგნალი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ახალ გულშემატკივრებს და ჩემპიონატს უგზავნის, ნათელია: ის იქნება აბსოლუტური გმირი. მესიჯი მოდის გოლით ნათლობის შემდეგ, …

ნახვა »

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და …

ნახვა »

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულს გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ბიჭი მოკლეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია