პოლიტიკა

editor

საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ეწვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა. თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის …

ნახვა »

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა – რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა – რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ოცნება“ ნიადაგს ამზადებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის. „დაწყებული აქვთ კომპლექსური პროცესი რომ: დასავლეთს დააბრალონ …

ნახვა »

IDFI – საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. IDFI-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან …

ნახვა »

ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მორიგი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

პალესტინური სააგენტოები გავრცელებული ინფრმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მორიგი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის იერიშის სამიზნე გახდა სკოლის შენობა, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ იერიში დაჯგუფება „ჰამასის“ …

ნახვა »

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამხილა სამართალდამცველი ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სამეგრელოს რეგიონში მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს 2022 წლიდან თავის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს ბრალდებულსა და დაზარალებულს სიტყვიერი …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძე 9 პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც, თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა

“ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე იმ 9 პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც, მისი თქმით, თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა. 9 პუნქტიან ჩამონათვალს, რომელსაც ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „ეს იყო რაზეც შევთანხმდით: გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, საპარლამენტო არჩევნებში და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც …

ნახვა »

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე თავად ბრალდებულს განცხადება არ გაუკეთებია. პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბექა ჯაიანს ბრალდება დღეს წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე კესარია აბრამიძეს და …

ნახვა »

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ“. „2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება …

ნახვა »

სამართალდამცველებმა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამართალდამცველებმა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კინოლოგიური სამსახურის ძაღლმაც კვალი აბრამიძის კორპუსის მიმდებარედ დაკარგა, სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, დანას, ის ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული …

ნახვა »

კესარია აბრამიძე მოკლეს

თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს “კურიერის” გადამღები ჯგუფიც. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია. შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია